12 მაისს, გორში, „ჭალისუბნის ფესტივალი“ გაიმართა

👉 სამეზობლო ინიციატივა მიზნად ისახავს მეზობლების დაახლოებას, თემის გაძლიერებასა და საერთო ურბანული სივრცის მიმართ ზრუნვის კულტურის გაძლიერებას.

696348756 1575952934536765 7617161021755087817 n📌 ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებულია სამეზობლო აქტივობები, არაფორმალური საუბრები, მუსიკა და საერთო ვახშამი, სადაც მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ იდეებს, გამოცდილებას და საკუთარი ხედვებს უბნის განვითარებაზე.

✔️ ,,ფესტივალი ხორციელდება მისიის — „მეტი ვიდრე ქალაქი: ადამიანებზე მორგებული, ინკლუზიური და შემოქმედებითი გორი“ — ფარგლებში, რომლის მიზანია გორის ტრანსფორმაცია უფრო ინკლუზიურ, ადამიანზე ორიენტირებულ და თანამონაწილეობრივ ქალაქად, სადაც მოქალაქეების ხმა და ჩართულობა მნიშვნელოვანია ქალაქის განვითარებისთვის." - აღნიშნავენ ორგანიზატორები.

👉 ფესტივალი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროგრამის #M4EG ფარგლებში, რომლის მიზანია მოქალაქეების მონაწილეობით უფრო ინკლუზიური, მწვანე და მდგრადი ქალაქების განვითარების ხელშეწყობა საქართველოში. ღონსძიების პარტნიორია GIZ